კოვიდ სერფიტიკატები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ

 

17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები).  რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. 

EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საჭირო კოვიდ-სერტიფიკატები შეგვიძლია მივიღოთ ელექტრონულად, რისთვისაც უნდა გადმოვწეროთ აპლიკაცია Georgia e-Health, ან იუსტიციის სახლში ავიღოთ COVID-19 ბარათი დაბეჭდილი სახით.

 

Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია:

App store-სა და Google store-ზე

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიაროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მის პირად გვერდზე ავტომატურად აისახება. პროგრამაში ასევე გამოჩნდება ინფორმაცია პჯრ ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ. 

 

 

აპლიკაცია Georgia e-Health და  COVID-19 ბარათი საქართველოში მუშაობს როგორც „მწვანე პასპორტი“.

 

 „მწვანე სტატუსი (პასპორტი)“ საქართველოში გამოყენებისთვის

 

1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

 

შენიშვნა

  • მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი”   სავალდებულო არ იქნება
  •  რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის



მწვანე სტატუსის მქონე პირი არის:

 - სრულად ვაქცინირებული (ან)

       - 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)

      -24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

       -   კოვიდ გადატანილი

 

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე - მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

 

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

       -  ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

-  ტესტირების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხის ერთიან მონაცემთა სისტემაში ატვირთვის შემდეგ 

       -  კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

 

შენიშვნა: თუ პირი იტარებს PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტს მან აუცილებლად უნდა მოსთხოვოს ტესტის ჩამტარებელ დაწესებულებას მონაცემთა ბაზაში ატვირთვის დამადასტურებელი QR კოდიანი საბუთი. ეს საბუთი მას გამოადგება მატერიალური სახითაც და ნიშნავს, რომ აპლიკაციაში მონაცემები განახლებულია.

 

რა არის მწვანე პასპორტი?

-    „CovidPass“ Georgia - აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

      -  covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან) 

  საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) QR კოდით (ან)

  ევროკავშირის წევრი და  "EU Digital COVID Certificate" სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი

 

 

 „CovidPass“ Georgia -ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია:

 

 App store-სა და Google store-ზე

  

შენიშვნა: საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა "EU Digital COVID Certificate" სისტემაში ინტეგრირებულქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ(მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass“ Georgia - აპლიკაციაში ან covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან  ელექტრონულ ფოსტაზე). აუცილებელია პირმა რეგისტრაციის დროს გამოიყენოს ის დოკუმენტი, რომლითაც შემოვიდა ქვეყანაში.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც ვაქცინაცია საქართველოში აქვთ ჩატარებული, აპლიკაციებზე (Georgia e-Health; CovidPass Georgia) ან covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის დროს, აუცილებელია გამოიყენონ იგივე დოკუმენტი, რომლითაც ჩაიტარეს ვაქცინაცია.

 

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

       -  CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველით ან

       -   covidpass.moh.gov.ge QR წამკითხველით

 

CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის

 

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

   -  პიროვნების ფოტოსურათს (თუ ის საქართველოს მოქალაქეა) და სახელისა და გვარის ინიციალებს

     -     აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს

  - რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

 შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და „CovidPass Georgia“ აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან

 

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

       -  144 - მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი

       -  1505 - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი

       -  1522 -ვაქცინაცის ცხელი ხაზი

       - 0800800909 - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი

       -  ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge

 

აპლიკაციის გადმოწერა Georgia e-Health

  

 

აპლიკაციის გადმოწერა CovidPass Georgia